fbpx

გამოყენებული სამშენებლო მასალები | მწვანე კარკასი

“კრწანისი გრანდე” – ს მშენებლობაში გამოყენებული მასალები უზრუნველყოფს კომპლექსის მდგრადობას. პროექტის პარტნიორები არიან – “ჰაიდელბერგცემენტი”, “ალუტექ ჯორჯია”, “დოკა”, “ბედეგი”, “OTIS”, “Smarter” და სხვა ევროპული ბრენდები.

შენობის გარე ფასადზე გამოყენებულია თბოსაიზოლაციო მასალები, რაც უზრუნველყოფს ბინების ენერგოეფექტურობას და იცავს გარე ხმაურისგან. გამოყენებულია ალუმინის ენერგოეფექტური, ვიტრაჟული კარ–ფანჯრები ენერგოეფექტური მინა-პაკეტით.

მშენებლობა მიმდინარეობს სამშენებლო სტანდარტების დაცვით და სრულად გათვალისწინებულია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. კომპლექსი არის ადაპტირებული შშმ პირებზე.

ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციით: მოჭიმული იატაკი | ცენტრალური გათბობის მილები | ელექტროენერგიის სადენები მიყვანილი წერტილებამდე | წყლის და კანალიზაციის მილები მიყვანილი წერტილებამდე | შელესილი კედლები | ბუნებრივი აირი შეყვანილი ბინაში | ცენტრალური რკინის კარი | აივანი მოპირკეთებული კერამოგრანიტის ფილებით | ტელევიზიის – ინტერნეტის და დომოფონის სადენები შეყვანილი ბინაში.

შრომისა და უსაფრთხოების პოლიტიკა

                                           ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს, შრომის ჰიგიენა და მისი დაცვა. ჩვენთან ყოველი დასაქმებული მამაკაცი და ქალი, უზრუნველყოფილია ღირსეული და ნაყოფიერი სამუშაო თავისუფლების, თანასწორობის, უსაფრთხოებისა და ადამიანური ღირსების პირობებით. ჩვენ მუდმივათ ვუზრუნველყოფთ თანამშრომლების აუცილებელ სწავლებას და ტრენინგებს. “გრანდე ჯგუფი” თავს ვალდებულად თვლის, მუდმივად გააუმჯობესოს შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სისტემის შედეგიანობა. ასევე აამაღლოს შრომის უსაფრთხოება და თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოების ხარისხი. მიზანია მუდმივად გვყავდეს კვალიფიციური პერსონალი. პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, ხელმძღვანელობისა და რიგითი თანამშრომლებისთვის შექმნილია შესაბამისი სამუშაო გარემო.

A და B ბლოკი

  • +995 595 90 99 99 - WhatsApp
  • +995 595 90 99 99 - Viber
    • თბილისი. კრწანისის რაიონი. კრწანისის მეორე შესახვევი #17
    • grandesalesoffice@gmail.com
    This site is registered on wpml.org as a development site.