fbpx

რას ვაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში ბინის ყიდვის დროს?  მშენებლობის ხარისხს, საცხოვრებელი ფართის განაწილებას, ოთახების რაოდენობას, კომუნიკაციების გამართულობას.

და კიდევ – ადგილმდებარეობას.

სად იქნება განლაგებული თქვენი ბინა და სად მოუწევთ ცხოვრება თქვენს შვილებს? რა სამეზობლოა ირგვლივ, როგორია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, და ა.შ.

და რა თქმა უნდა, რომელი რაიონია უფრო პრესტიჟული.. ო, ეს  ტკბილი სიტყვა „პრესტიჟი“… რამდენიმე ზედმეტი თანხა დაიხარჯა, რამდენად მეტი პროცენტი დაერიცხა იპოთეკურ სესხს მხოლოდ იმის გამო, რომ ბინა „პრესტიჟულ“ რაიონშია…

ამასობაში ამ ტიპის რაიონებში, რომლებიც ძირითადად ქალაქის ცენტრშია, ცხოვრება შეუძლებელი ხდება. უსისტემო განაშენიანება, ნულოვანი გამწვანება, ცუდი ჰაერი, და დაუსრულებელი, დაუსრულებელი, დაუსრულებელი საცობები.

ქალაქის ცენტრი „პრესტიჟის“ მოყვარულებს უკვე აშკარად ვერ იტევს – და დღეს, ისევე როგორც ევროპა–ამერიკაში 50 წლის წინ, საქართველოშიც სულ სხვა ტენდენციები გაჩნდა.

ჯანდაბამდე ჰქონია გზა ე.წ. „პრესტიჟს“.. რუსთაველზე ამ ჭავჭავაძეზე ცხოვრება – უფრო მეტად გამძლეობის ტესტია, ვიდრე ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება.

ადგილი, სადაც „გრანდეს“ პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს – საკმაოდ პრესტიჟულია. ის ნამდვილად არ მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, მაგრამ ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ეს შორეული გარეუბანია – ყოველ შემთხვევაში კრწანისიდან ქალაქის ცენტრამდე ნებისმიერი ტრანსპორტით სულ რამდენიმე წუთში მიხვალთ.

თუმცა, ეს ერთად–ერთი უპირატესობა არაა. ეს მხოლოდ პასუხია კითხვაზე „სად?“. არანაკლებად მნიშვნელოვანია კითხვა „ როგორი?“.ანუ რას წარმოადგენს რაიონი, სადაც „გრანდეს“ კვარტალი შენდება და რამდენად კომფორტულია ის ცხოვრებისთვის?

პასუხი ამ შეკითხვაზე უკვე გაიცა ყველაზე მაღალ, საერთაშორისო დონეზე. ამ რაიონშია რამდენიმე მოწინავე, განვითარებული ქვეყნის – ბრიტანეთის, შვეიცარიის, ლიტვის, იაპონიის, ყატარის, და საფრანგეთის საელჩოებია გახსნილი.

ალბათ გჯერათ, რომ საელჩოები თავისთვის ცუდს ადგილს არ აირჩევდნენ..

„კრწანისი გრანდე“ თითქმის იდეალური განლაგების თვალსაზრისით – ისიც „თითქმის“ იმიტომ, რომ სამყაროში არ არსებობს არც იდეალი და არც სრულყოფილება. რაიონი, სადაც ის შენდება, ძველი ისტორიული თბილისის ნაწილია, მაგრამ ამავე დროს – თითქმის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა.

რა შეიძლება იყო ამაზე უკეთესი – იცხოვრო მთების და ტყეების გარემოცვაში და ამავე დროს ხალხმრავალი ქუჩებიდან ორ ნაბიჯში. ოაზისი CO2–თი მოწამლულ ქალაქში, თანაც  – ცენტრთან ახლოს.

საცხოვრებელი კომპლექსი იზოლირებულია გარე სამყაროსგან – გვერდით არც ერთი მაღალი კორპუსი არ შენდება, ხოლო „გრანდეს“ შენობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად დაშორებულია, ასე რომ თქვენი პირადი ცხოვრების დეტალები მეზობლების საჭორაო მასალა ვერ გახდება….

ეს ადგილი უნიკალურია – თბილისში ბევრ ეკოლოგიურად სუფთა რაიონს ნახავთ, სადაც სახლები შენდება, მაგრამ, როგორც წესი,  ისინი ან გარეუბნებშია, ან ქალაქის ძირითადი ნაწილისგან შორს. ეს არც თუ ისე მოხერხებულია.

ასევე თბილისში საკმაოდ ბევრი თანამდეროვე და მაღალხარისხიანი კორპუსია, თუმცა – გადატვირთულ რაიონებში, სუფთა ჰაერის და გამწვანების გარეშე.

„კრწანისი გრანდე“ ამ ორი შემადგენლის იშვიათ და წარმატებულ ნაზავს წარმოადგენს, რისი მაგალითიც თბილისში, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე ბევრია.

არა, რა თქმა, უნდა,  თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ დიდი ფული და იყიდოთ მშვენიერი საკანი „პრესტიჟულ“ რაიონში, დატკბეთ ნახშიროჟანგის განუმეორებელი არომატით, სასარგებლოდ გაატაროთ დრო საცობებში (მაგალითად, ინგლისური ენა შეისწავლოთ) და მეზობლების ცხოვრების საინტერესო და პიკანტურ დეტალებს თვალი პირდაპირ თქვენი ფანჯრიდან ადევნოთ.

მაგრამ თუ ეს გაუკუღმართებული ყოფა არ გიზიდავთ – მაშინ სწორედ „კრწანისი გრანდე“ არის თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

ლალი ჯანაშია.