რატომ არა სხვა, რომელიმე პათოსური დეველოპერული პროექტი? ასეთები ხომ მრავლადაა ქალაქში, თანაც ბოლო 5 წლის მანძილზე მშენებლობის კულტურა მეტ–ნაკლებად განვითარდა, და ახალი კორპუსები პაკისტანს ან ბანგლადეშს უკვე არ მოგვაგონებენ.
რატომ მაინც და მაინც „კრწანისი გრანდე“ მაშინ, როდესაც ცენტრთან გაცილებით უფრო ახლოს მრავალი საცხოვრებელი სახლი შენდება? საქართველოში ხომ თითქმის ოფიციალური იდეოლოგია კუდაბზიკობაა, და ბევრს ურჩევნია დაიხჩოს ბეტონის ჯუნგლებში, ოღონდ „პრესტიჟულ“ რაიონში იცხოვროს?
რაო, დიდი ხანია საქართველოში თვალში ნაცრის შეყრა მთავარი ეროვნული გასართობი არაა?
მაშ რატომ – მაინც და მაინც „კრწანისი გრანდე“?
იმიტომ რომ თითქმის იდეალური ადგილია – ქალაქის ისტორიული ნაწილი, ცენტრთან ძალიან ახლოს, და ამავე დროს – შემაწუხებელი საავტომობილო მოძრაობის და ქალაქური ციებ–ცხელებისგან მოშორებით. ერთგვარი მწვანე ოაზისი ბეტონის ქალაქში, და ეს თითქმის ცენტრში, და არა სადმე სააგარაკე დასახლებაში, საიდანაც თბილისამდე ჩაღწევა ერთგვარი თავგადასავალია – თანაც მუდმივი და ყოველდღიური.
იმიტომ, რომ საცხოვრებელი კომპლექსია, და არა უბრალოდ „საცხოვრებელ კომპლექსად“ წოდებული რამდენიმე შენობის მარტივი ერთობლიობა. იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება – იქვეა, არსად არაა საჭირო წასვლა.
იმიტომ, რომ ცხოვრებისეული წარმატება ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობა სპორტულ აქტიურობაზე, სპორტული აქტიურობა კი მის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. ხოლო „კრწანისი გრანდეში“ აქტიური ცხოვრების ყველა აუცილებელი ელემენტი – ველობილიკებით დაწყებული საცურაო აუზით დასრულებული – უკიდურესად ხელმისაწვდომია.. იქვეა, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ შენობაში.
იმიტომ, რომ ლამაზი პროექტია, და ჩვენ უკვე ვიცით, რომ სიმახინჯე შობს სიმახინჯეს. „პრისტროიკებიანი ხრუშოვკების“ და გადატყავებული ბეტონის კორპუსების თაობამ რა ქვეყანაც ააშენა – აგერ, კი ვხედავთ ყველა. იქნება სხვამ უკეთესად მოახერხოს. ეს თქვენი შთამომავლობის მორალური იერსახის საკითხია…
იმიტომ, რომ თანამედროვე სტანდარტებია – იმდენი საპარკინგე ადგილია, რამდენიც საჭიროა, და არა იმდენი, რამდენიც გაუმაძღარმა დეველოპერმა გაიმეტა. იმიტომ, რომ სადარბაზო სადარბაზოს დაემზგავსება, კორპუსთან მიმავალი გზა კი – კორპუსთან მიმავალ გზას, და არა სოფლის ოღრო–ჩოღროს. იმიტომ, რომ ტროტუარიც არის, ბორდიურიც, და გაზონიც – ერთ შეხედვით დიდი არაფერი, ეს ხომ ნორმალურია, როდესაც გზა გზას ჰგავს, სადარბაზო კი სადარბაზოს?
მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ ის, რაც ყველაზე მარტივია, ამავე დროს ყველაზე რთულიცაა.
„კრწანისი გრანდე“ – იმიტომ, რომ ბუნება გაფრთხილებას საჭიროებს, ისევე, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა. ამისთვის კი საჭიროა მაქსიმალურად ეკოლოგიურად უსაფრთხო სამშენებლო მასალების გამოყენება, როგორს ეს ამ პროექტში ხდება.
იმიტომ, რომ კომფორტული ბინებია, კარგი განლაგებით და სქელი კედლებით, ასე რომ თქვენს ოჯახურ საიდუმლოებს მთელი სამეზობლო ვერ გაიგონებს, როგორ ეს დღეს ხშირად ხდება.
იმიტომ რომ სადარბაზოს და ეზოს დალაგებაში არ მოგიწევთ 3–3 ლარის შეგროვება (საქართველოს რეალობაში – შეუსრულებელი, მაღალი სირთულის ამოცანა), იმიტომ, რომ კომუნალურ მომსახურეობას საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრაცია განახორციელებს.
იმიტომ რომ…
მოკლედ, არ უნდა ამას ბევრი ლაი–ლაი.
იმიტომ, რომ იმიტომ.„კრწანისი გრანდე“ – საუკეთესო არჩევანია…
ნინო…